Wednesday, April 28, 2010

გრაფიტული კედლის გაზეთი

გრაფიტი

1) პროექტის სახელი: „ გრაფიტი“
2) პროექტის მოკლე აღწერა: პროექტის მონაწილეები იკვლევენ ინფორმაციას გრაფიტის და მისი წარმოშობის შესახებ.
3) პროექტის სრული არწერა: გრაფიტი (იტალ. grafiti, ბერძნ. γραφειν ვწერ) — წარწერები ან ნახატები შენობებისა და გადასასვლელების კედლებზე, მატარებლის ვაგონებზე, ღობეებზე და სხვა ვერტიკალურ ზედაპირებზე. ზოგან ფოლკლორის სახეობაც შეიძლება იყოს. ითვლება ახალგაზრდობის თვითგამოხატვის ერთ-ერთ სახეობად. თანამედროვე გრაფიტის მხატვრების თვითსახელწოდებაა "რაიტერები" (ინგლ.) გრაფიტი ხშირად უმსგავსო დაზიანებად და არასასურველ ვანდალიზმად აღიქმება საზოგადოების მიერ. გრაფიტის დატანა შენობის ან ნაგებობის კედლებზე პატრონის ნებართვის გარეშე მრავალ ქვეყანაში კრიმინალურ აქციათ ითვლება და კანონით ისჯება. გრაფიტი უხსოვარდი დროიდან არსებობდა. მისი ზოგიერთი ნიმუში ძველი საბერძნეთისა და რომის იმპერიის პერიოდიდან შემორჩა. გრაფიტი შეიძლება იყოს ყველაფერი მარტივი ნაჩხაპნიდან რთულ ორნამენტულ კედლის მხატვრობამდე. თანამედროვე პერიოდში სასხურებელი საღებავები და მარკერები ყველაზე გავრცელებული მასალა გახდა გრაფიტიში. მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან იგი აკრძალულია, ზოგად მას სოციალური და პოლიტიკური 'მესიჯების' გადასაცემად იყენებენ. ზოგან იგი ხელოვნების ფორმაა, რომელიც გალერეებში გამოფენას იმსახურებს. (იხილეთ პრეზენტაცია)
4) მოსწავლეთა ასაკი: 14-15
5) ვადა/ხანგრძლივობა: 1-2თვე
6) პროექტის შესაძლო აქტივობები კლასში: მოსწავლეები გაეცნობიან ან გაიღრმავებენ ცოდნას გრაფიზე, მის ისტორიასა და სახეობაზე. მოსწავლეები ასევე გაეცნობიან ან გაიღრმავებენ ცოდნას გრაფიტულ ხელსაწყოებზე: მარკერებზე, სასხურებელ საღებავებზე და ა.შ. ყოველივე ეს მოხდება წინასწარ მოძიებული ინფორმაციის, ნახატების, ფოტოებისა და ვიდეო მასალის დახმარებით. გაიმართება დისკუსია ’’გრაფიტი’’ ხელოვნებაა თუ ვანდალიზმი? http://www.youtube.com/watch?v=08tgbl98HD
http://www.youtube.com/watch?v=fh7fDHpijso, http://www.youtube.com/watch?v=08tgbl98HDY
7) მოსალოდნელი შედეგი/პროდუქტი რაც შეიძლება შეიქმნას: ბლოგი შექმნილი მასალების მიხედვით, ფოტო ალბომი, პრეზენტაცია.
8) სარგებელი სხვებისთვის: ზემოთ მოცემული საშუალებებით გაეცნობიან გრაფიტის ისტორიას და სხვადასხვა ეპოქის ნახატებს,ასევე ხელსაწყოებს გრაფიტულ მარკერებსა და სასხურებელ საღებავებს,ვიდეოს სახით
9) სამუშაო ენა: ქართული
10) საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
• ხელოვნება -გაეცნობიან ან გაიღრმავებენ ცოდნას გრაფიტულ შემოქმედებაში.
• უცხო ენები-მოსწავლეები მოიპოვებენ ინფორმაციას საჭირო ენაზე.
• მუსიკა-მოსწავლეები მუსიკალურად გააფორმებენ მათ მიერ მოწყობილ სურათების ან ნახატების გამოფენას,პრეზენტაციას.
11.ავტორის ელ ფოსტა: izi.esartia@gmail.com